ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში – ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისი 20, 11:27
0
81

ვაქცინები იყო პრობლემა, თუმცა ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2 კვირის წინ უკვე ჩამოვიდა ვაქცინის მილიონი დოზა, ასევე დაიწყო „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა.

„ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობიდან. გუშინწინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, მილიონნახევარი გვაქვს ადგიილზე. რაც ყველაზე მთავარია, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია. აცრილი ადამიანის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ვაქცინაცია ერთადერთი პრაქტიკული დაცვა მოქალაქეების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ამიტომაც ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში“, – განაცხადა პრემიერმა.