ვლადიმერ პუტინი: შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება

ივნისი 5, 22:38
0
193

შეერთებული შტატები, თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯით პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

”თქვენ იცით, რა პრობლემაა? მე გეტყვით, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე. რა არის იმპერიების პრობლემა – ისინი ფიქრობენ, რომ ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ, საკუთარ თავს მცირე შეცდომების დაშვების უფლება მისცენ, მაგრამ პრობლემები იზრდება. დგება დრო, როდესაც მათ აღარ შეუძლიათ გამკლავება. შეერთებული შტატები, თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯით პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება,”- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მასსა და ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შეხვედრის შედეგად ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდება.

„არ ველოდები გარღვევებს ამ შეხვედრის შედეგად, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად წინააღმდეგობებისა – და ეს წინააღმდეგობები რუსეთის მხრიდან არ შექმნილა – მაინც გვაქვს საერთო ინტერესები“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ეხება ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, სტრატეგიულ სტაბილურობასა და ერთობლივ მუშაობას მთელი რიგი კრიზისების გადასაჭრელად.