ვლადიმერ პუტინი კრემლში ილჰამ ალიევს შეხვდა

ივლისი 21, 01:09
0
99

ვლადიმერ პუტინმა კრემლში შეხვედრა გამართა სამუშაო ვიზიტით რუსეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

როგორც რუსულ მედიას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ეკონომიკური თანამშრომლობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინების ერთობლივი წარმოება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.