„ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“ – დავით სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

ივნისი 4, 12:31
0
60

პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“.

დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვთა ზრუნვის წესები უპირობოდ, ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საერო თუ სასულიერო დაწესებულება.

„ბავშვზე ზრუნვის ის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უნდა იყოს უპირობოდ ყველგან, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობა. უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო, სასულიერო თუ საერო დაწესებულება არის. ის ვითარება რაც შეიქმნა და დღეს, საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს ვითარება, ჩემი აზრით, აქამდე არ უნდა მისულიყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.