“ვის სჭირდება 12 ლიდერი და აქედან 6 გარიგებული ბიძინასთან? ელისაშვილი ოპოზიციაა?” – თაკო ჩარკვიანი

ივლისი 21, 17:08
0
2582

“ვის სჭირდება 12 ლიდერი და აქედან 6 გარიგებული ბიძინასთან? ელისაშვილი ოპოზიციაა?”-განაცხადა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში.

“ნუ გვეშინია ხალხო, სიტყვა ფსევდოსი, დარჩება 5 ლიდერი? არ სჭირდება მეტი პოლიტიკას. ვის სჭირდება 12 ლიდერი და აქედან 6 გარიგებული ბიძინასთან? ბოდიშს ვიხდი, ხალხნო, მე გვიან ვარ შემოსული პოლიტიკაში და წიგნის კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია სიცოცხლის მანძილზე და ზოგიერთებს ვეტყვი, რომ თქვენი წონა წიგნი მაქვს წაკითხული, ამიტომ ვიტყვი, რომ დიპლომატია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა და არა კეკლუცობა. ვის ვეუბნები ამას და მოკეკლუცე ოპოზიციას, რომ მიდიან და რაღაცას ირქმევე. ელისაშვილი ოპოზიციაა? დავუშვათ არ გინდა პლაკატის დაჭერა ხელში, ფეხზე ადექი და ისე გააპროტესტე. 15 კაციდან 10 არ არის ოპოზიცია, ქვეყნის რეფორმებს, 15 ლიდერი კი არ სჭირდება, ნაღდი 5 ლიდერიც საკმარისია. ცემის გარდა, რაღაცნაირად დააცარიელეს ბავშვები, ამაზე საშიში არაფერია. დავინახეთ, რომ არ არის ოპოზიცია? მორჩა, ვამბობ, რომ ის არის ფსევდო. ომი და ბრძოლა არის სახელმწიფოსთვის უკომპრომისო ღირებულებებისთვის, ვინც ვერ შესძლებს, გამოცვალოს პიჯაკები…”