ვინმეს თუ ჰგონია, რომ ლგბტ და ფანჩატურის ხროვა, თავიანთი ენჯეობით, დამარცხდნენ, ძალიან ცდება – მარიკა ხიდირბეგიშვილი

ივლისი 21, 12:12
0
1647

პუბლიცისტი მარიკა ხიდირბეგიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დღეს, ლგბტ და ფანჩატურის ხროვა, თავიანთი ენჯეობით, დამარცხდნენ, ძალიან ცდება. მერე რა, რომ ,,ლენინის მოედანზე“ (ასე უხდებათ) დროშა ვერ ააფრიალეს, მათ მაინც გაიმარჯვეს.

ახლა ყველა – დიდი და პატარა, ქალი, კაცი და ბჭობენ და ბჭობენ, რომ თურმე, რა ცუდია ძალადობა და კბილების ჩამოღება. ქვეყნიერებას უმტკიცებენ, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანები თავად არიან, კეთილშობილებიც, რადგან გმობენ და გმობენ ცხვირ-პირის დანგრევას… რატომღაც, უცბად ყველას დაავიწყდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, აღარ ახსოვთ, რომ ამოვიდა ყელში ლიბერალური დიქტატურა, რომელმაც ყველას მიუკაკუნა კარზე – ზოგს ტყვიით, ზოგს ციხით, ზოგს რით და ზოგს რით… და რომელმაც ჩვენი ცხოვრება წაიღო, არათუ სუვერენიტეტი. ვიღას ახსოვს პატრიარქი და მასზე გაჩაღებული ომი, ვიღას ახსოვს ამდენი უსამართლობა. ყველაფერი ისევისე იქამდე დავიდა – შენ ვინ გეკითხება, სხვის საძინებელში რა ხდება?! დარჩა ისევ ორი მხარე – „ისინი“ და „ბნელი და ველური, მართლმადიდებელი ქართველი ხალხი“.
ამიტომ არ უნდა მომხდარიყო ეს ფიზიკური დაპირისპირება, თორემ ზოგიერთი, ჩემი აზრით, მეტსაც იმსახურებს.
ღარიბაშვილს რაც შეეხება, თქვა ის, რისი გაგონებაც უნდოდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და ალბათ, ადრე თუ გვიან (ალბათ, ადრე), გადაყვება კიდეც.