”ვინც წინააღმდეგია თურმე ყველა პუტინისტია და პრორუსი. როგორ დავამტკიცო, რომ პრორუსი არა ვარ? – თამაზ ბიჩინაშვილი

ივლისი 20, 21:59
0
501

არქიმანდრიტი ანთიმოზი სოციალურ ქსელში წერს:

„უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? არჩევნები კარს მოგვადგა, ორი თვე უცებ გაირბენს. ირაკლი ღარიბაშვილი ჯეკ პატრაშიტელად, მკვლელად, ჰომოფობად შერაცხეს და ითხოვდნენ მის გადადგომას. ფაქტია, რომ რევოლუცია ჩავარდა და ხალხი ვერ შეაგროვეს. საქართველოს მოსახლეობის 95% ”ლგბტს” და ერთკვირიანი პრაიდების წინააღმდეგია. ვინც წინააღმდეგია თურმე ყველა პუტინისტია და პრორუსი. როგორ დავამტკიცო, რომ პრორუსი არა ვარ? არ აინტერესებთ. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა არავინ მძულს, ქართველები ძალიან ცოტანი ვართ და ღმერთმა დამიფაროს გულში ვინმეს სიძულვილი მქონდეს. მივანდოთ ხალხს პრემიერ-მინისტრის გადადგომა, თუ არგადადგომა. თუ ესეთი ცუდია ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას უნდა აწყობდეს. თუ ”ოცნება” დამარცხდა არჩევნებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. თუ ”ოცნებამ” გაიმარჯვა ე.ი. მოსახლეობის უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილს მხარს უჭერს. რას ვამბობ არასწორს, არაკაცურს, არაეკლესიურს? ასე, რომ ოპოზიცია საქმეს მიხედეთ, ცოტა დროა დარჩენილი, პატრიარქის და ეკლესიის ლანძღვას, ეპისკოპოსებზე და სამღვდელო დასზე სიუჟეტების კეთება კარგს არაფერს მოგიტანთ საარჩევნოდ, ამიტომ თავი დაანებეთ. ოპოზიციის კეთილი მსურველი არქ. ანთიმოზ ივერიელი

P.S. უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი? თქვით კი, ან არა. არავითარი სიძულვილის ენა, არც პოზიციაზე, არც ოპოზიციაზე.“