ვეუბნები ალიევს, ჩემს შვილს ვუცვლი ყველა სამხედრო ტყვეში – ფაშინიანი

ივნისი 8, 22:23
0
134

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ელი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა აზერბაიჯანს საკუთარი ვაჟი ტყვეებში გაუცვალოს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა იუწყება.

„მე ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ჩემს შვილს ვუცვლი ყველა სამხედრო ტყვეში”, – განაცხადა ფაშინიანმა ქალაქ აპარანის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ფაშინიანმა ამ წინადადებით სომხეთის მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარქსიანს მიმართა და განუცხადა, რომ თანახმაა ამ მიმართულებით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.