ვერაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

სექტემბერი 15, 18:31
0
272

თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია როგორ ფასდება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

Cesko