ვემზადებით ივლისისთვის, დღეში დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ – ამირან გამყრელიძე

ივნისი 4, 18:29
0
52

“ვემზადებით ივლისისთვის, დღეში დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე 1 700 000 მოქალაქე უნდა იყოს ვაქცინირებული.

„ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ამიტომ, აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოდის სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე. დღეში უნდა ავცრათ დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი.

რეგისტრაციის ორივე ფორმა იქნება. რა თქმა უნდა, იქნება წინასწარი რეგისტრაცია პორტალზე, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობას ეს უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. ცოცხალი რიგი, ასევე, “წითელ ჯვარს” ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლები აქვთ, მიეხმარონ დარეგისტრირებაში. ასევე, პარალელურად, გვექნება ვირტუალური კაბინეტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მივიდნენ დარეგისტრირდნენ და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.