ვაშაძეს თვალი ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაზე უჭირავს?! – რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს კანცლერი

ივნისი 4, 10:49
0
404

ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტექნიკური უნივერსიტეტის რიცხულ ქონებაზე, სადაც რესტორნები ფუნქციონირებენ ბიზნეს ინტერესები აქვს და ამიტომ მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში მისი პარტიის აქტივისტები.

“რექტორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ ე.წ. აქციაში ტექნიკური უნივერსიტეტის მხოლოდ სამი სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აქტივს წარმოადგენენ.

ერთი წელია, რაც უნივერსიტეტის რექტორი და მე ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ქონება და შეასრულონ ვალდებულებები. შესაძლოა, ამ მიზნით გენერალურ პროკურატურასაც მივმართოთ.

რაც შეეხება იჯარით გაცემულ ქონებას, სადაც რესტორნები ფუნქციონირებს, საიჯარო თანხა მილიონს აღწევს, რომელიც არის გადასახდელი. საქმე სასამართლომდე მივიდა და ამ მოიჯარე ორგანიზაციას ყადაღა დაედო.

სარესტორნო ორგანიზაციის მოწილეების შესახებ დაზუსტებულად ვერ გეტყვით, რომ გიორგი ვაშაძის ოჯახის წევრიცაა მათ შორის, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძეს ბიზნეს ინტერესები აქვს ამ გაიჯარებულ ობიექტზე.

ვაშაძე და მისი პარტიის წევრები საპარლამენტო არჩევნების დროს, ხშირად იკრიბებოდნენ ამ ობიექტების ოფისებში, ამ ობიექტებს აქვთ როგორც ხუთი რესტორანი, ისე – ორი ოფისი.

აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, ამიტომაც გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ვაშაძეს თავისი ბიზნესინტერესები აქვს ამ ობიექტებთან მიმართებაში. ახლა, ვვარაუდობთ, რომ  ის პარლამენტიდან ცდილობს ამ ბიზნესის “დაკრიშვას“. ამიტომაც, გუშინ, თავს დაესხა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და პროფესურას, აკადემიურ საბჭოს ცრუ საბჭო უწოდა და ასევე, პენსიონერთა თავშესაფარი”, –განაცხადა კოპალიანმა.

„პრაიმტაიმი“