Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელი: Covid-19-ისგან ვაქცინით დაცვა კვლავ ძლიერია

სექტემბერი 10, 16:17
0
98

დიდი ბრიტანეთის ვაქცინების საკონსულტაციო ორგანოს განცხადებით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსახლეობისთვის „ბუსტერის“, ანუ გამაძლიერებელი დოზის მიღების აუცილებლობის შესახებ.

„ვაქცინები, პირველი ორი დოზის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, Covid-19-ისგან ძლიერ დაცვას კვლავ უზრუნველყოფენ,“ – თქვა პროფესორმა დეიმ სარა გილბერტმა, რომელმაც  Oxford/AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება 2020 წლის დასაწყისში (როდესაც Covid-19-ი ჩინეთში პირველად დაფიქსირდა) დაიწყო.

პროფესორ დეიმ სარა გილბერტის თქმით, მილიონობით ადამიანისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზება “რთული გადაწყვეტილებაა”. ამასთან, მან, მარაგების გაზრდის მიზნით, მეტი ვაქცინის ლიცენზირება მოითხოვა.

„ერთ წელზე მეტი ხნის წინ აცრილი მოხალისეებისგან აღებულმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ვაქცინის პირველმა დოზამ Covid-19-ისგან ეფექტურად დაიცვა. იმუნიტეტი უმჯობესდება მეორე დოზით, შემდეგ კი, ნებისმიერი სხვა ვაქცინით, ძლიერი იმუნური პასუხი შენარჩუნდება ან შესაძლოა ოდნავ გაუმჯობესდეს მესამე დოზით. ასე, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველა ადამიანისთვის საჭირო არ არის, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, იმუნიტეტი კარგად გრძელდება,” – თქვა გილბერტმა.

მანამდე კი, ივლისში, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI) განაცხადა, რომ ვაქცინის მესამე დამატებითი დოზა რეკომენდებულია ძლიერ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. თუმცა, კომიტეტს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზების მიღება COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე (50 წელს გადაცილებული) პირებისთვის.

წყარო: https://www.bbc.com/news/uk-58507436

 

Cesko