უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი – დონალდ ტრამპი

ივნისი 11, 10:33
0
246

უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.+

“მინდა მივულოცო ნიგერიას, რომელმაც Twitter-ის მოხმარება აკრძალა, რადგან სოციალურმა ქსელმა მათი პრეზიდენტი დაბლოკა. უფრო მეტმა ქვეყანამ უნდა აკრძალოს Twitter-ი და Facebook-ი, რადგან ისინი თავისუფალ სიტყვას არ უშვებენ. ამასობაში, კონკურენტები გამოჩნდებიან და თავის ადგილს დაიმკვიდრებენ. როგორ უნდა გვიკარნახონ, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, როდესაც თავად არიან ბოროტება? ალბათ, ეს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცუკერბერგი სულ მირეკავდა, თეთრ სახლში მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორი დიადი ვიყავი” – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ დაბლოკა.

წყარო: bm.ge