უეფა-მ რუსეთის პრეტენზია უარყო – უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა წესებს შეესაბამება

ივნისი 10, 15:30
0
56

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნული გუნდი ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებს. უკრაინის ნაკრების ახალ დიზაინში ქვეყნის რუკაა, რომელზეც, რა თქმა უნდა, დატანილია ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი.

რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა, დმიტრი სვიშცევმა უეფა-ს უკრაინის ნაკრების ახალი ფორმის აკრძალვა მოსთხოვა. რუსი დეპუტატის აზრით, ნაკრების მაისურზე უკრაინის რუკის კონტურები მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციისგან განსხვავდება.

„უკრაინის ეროვნული გუნდის ფორმა ევრო 2020-ზე დამტკიცებულია უეფა-ს მიერ და შეესაბამება ეკიპირებისთვის დადგენილ წესებს“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.

დღეს, 7 ივნისს უკრაინის ნაკრები კვიპროსთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.