უბედური შემთხვევა ქუთაისში – კაცს სავარაუდოდ ამწემ გადაუარა

ივნისი 4, 10:27
0
59

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა.