„უბედურება ისაა, რომ გელათის გამანადგურებლები საკმარის მხარდაჭერას გრძნობენ სეთურის ბრბოს დამსგავსებული ხალხისგან!“

ივნისი 5, 10:44
0
274

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

„გელათის მონასტერი,საუკუნებია ისე არ დაზიანებულა, როგორც ახლა, – 21-ე საუკუნეში!
თითქოს არაფერი!
ყალბი ტენდერი, მაყუთი და სრული უპასუხისმგებლობა
ანდა მიზანმიმართული მავნებლობა!
მშენებელი, რომელმაც სახურავის მოწყობა არ იცის,
ასეთ უნიკალურ ძეგლზე მიუშვეს!
ვინ მიუშვა?!
ვინ და არარაობებმა ხელისუფლებიდან!
თავი ისე უჭირავთ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ!
უბედურება ისაა, გელათის გამანადგურებლები საკმარის მხარდაჭერას გრძნობენ სეთურის ბრბოს დამსგავსებული ხალხისგან“.