„ტვ პირველი“ ამტკიცებდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები საჯარო მოხელეები არიან, სინამდვილეში ისინი შპს „ლუმას“ წარმოადგენენ – ფეიბსუკგვერდი „სინამდვილეში“

სექტემბერი 15, 13:05
0
66

„ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გორში, მერობის კანდიდატის პრეზენტაციის დროს „ქართული ოცნების“ ბანერი რომ არ წაქცეულიყო, მას კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იჭერდნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუკგვერდი სახელწოდებით „სინამდვილეში“ წერს.

ფეისბუკგვერდის ინფორმაციით, სინამდვილეში ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები, რომლებიც ბანერს იჭერენ, კერძო კომპანიის (შპს „ლუმა“) თანამშრომლები არიან. სწორედ ამ კომპანიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება ქართულ ოცნებას, რომლის მიხედვითაც კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიების ტექნიკურ სამუშაოებს. ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ აქვთ საჯარო სექტორთან.

Cesko