თურნავა კომენდანტის საათზე: ალბათ, დადგება მომენტი, როცა ვიმსჯელებთ გაუქმებაზე

ივნისი 7, 14:33
0
62

“ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ საერთოდ ვიმსჯელებთ ამ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კომენდანტის საათის მოხსნაზე.

“ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ საერთოდ ვიმსჯელებთ ამ ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ, საღამოს 11 საათამდე დავწიეთ, დილის 4 საათამდე ჩამოვწიეთ. მგონი, ნელ-ნელა იქითკენ მივდივართ. ჯერ ახალი გახსნილია ეს სახმელეთო საზღვრები, ამიტომ 1,2,3 კვირა ყოველთვის გვჭირდება, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში, რადგან ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ, მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს უსაფრთხოდ, მაგრამ ამას მაინც მოაქვს გარკვეული რისკები […] ორი კვირის თავზე, ალბათ გამოჩნდება, სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა. მერე გვექნება საშუალება, მართლაც ვიფიქროთ გაუქმებაზე”,-განაცხადა თურნავამ.