„თქვენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, განსაკუთრებით, ბრიუსელში გაგზავნილი “დანოსები”, უკვე ყველას ყელში ამოუვიდა!“

ივლისი 19, 22:22
0
563

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება:

“სააკაშვილის პათოლოგიური რეჟიმის ყველაზე ბინძური იდეოლოგი იმედგაცრუებულია! 
ბოკერიას და მის ამყოლებს ჰგონიათ, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ამათ ცუნდრუკს ამჯობინებს!
შეიგნეთ, რომ დრო მოჭამეთ და თავიც ამოიჭამეთ: აღარავის სჭირდებით ისევე, როგორც აღარც თქვენი ისტერიკებია ვინმესთვის საინტერესო, – თქვენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, განსაკუთრებით, ბრიუსელში გაგზავნილი “დანოსები”, უკვე ყველას ყელში ამოუვიდა!
ევროპასაც და ამერიკასაც სტაბილურ საქართველოსთან თანამშრომლობა სურს!
ასეც იქნება! ოღონდ, – უთქვენოდ!” – წერს მძინარაშვილი