თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ივნისი 8, 20:19
0
62

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვს.