ტყვიავში სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდება

ივნისი 10, 14:28
0
49

ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 4 ივნისს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 480 420 ლარია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა სადაწნეო კოშკი და საქლორატორო, რეაბილიტირდება ჭაბურღილები და შიდა ქსელი, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. ამჟამად, სოფელში მცხოვრებ 950 – მდე ოჯახს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ხშირად სასმელი წყლის მიწოდების გარეშე რჩება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები სასმელ წყალს უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.