თითქმის სრულყოფილი საარჩევნო სისტემის რეფორმა ოპოზიციას სპეკულაციების საბაბს აღარ უტოვებს – ალექსანდრე მიშველიძე

ივლისი 21, 20:29
0
324

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობით თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა იქნა შემუშავებული.

“რეფორმირებული საარჩევნო სისტემის ფონზე, ოპოზიციას აღარ რჩება სივრცე, რომ გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბროს. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43%- ზე მეტს მიიღებს და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. სწორედ ამიტომ, ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს”, – აცხადებს ანალიტიკოსი, ალექსანდრე მიშველიძე.

“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს არ აწერენ შარლ მიშელის შეთანხმებას, პატივს არ სცემენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს და ამ ფონზე პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია. ისინი გამოიყენებენ ყველა მეთოდს, რათა მოახდინონ ქვეყნის დესტაბილიზაცია. რა თქმა უნდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას და ყველას ქვეყნის მტრად გამოაცხადებენ, ვინც მათ იდეებს არ იზიარებს. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ადგილობრივ არჩევნებში ფიასკოსთვის არიან განწირულნი, სწორედ ამიტომ ცდილობენ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას, ითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს”, – დასძენს ალექსანდრე მიშველიძე.

ალექსანდრე მიშველიძის განცხადებით, მცირერიცხოვანმა აქციებმა ოპოზიციას და მათ მართულ ტელეკომპანიებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ სურს დესტაბილიზაცია, რომელიც საბოლოოდ ქვეყანაზე და მის თითოეულ მოსახლეზე აისახება.
ალექსანდრე მიშველიძის თქმითვე, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არიან საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საარჩევნო სისტემის რეფორმაში და დიდი ალბათობით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

“ალეკო ელისაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე, საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებმა ოპოზიციას სპეკულაციების საფუძველი აღარ დაუტოვა. მათ საბოლოოდ მაინც აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შევიდნენ პარლამენტში. საარჩევნო რეფორმამ საბოლოოდ დაამსხვრია მითები იმის შესახებ, რომ წინასწარ გაყალბებულ და მოპარულ არჩევნებზე დაიწყონ საუბარი, სწორედ ამის გამო მოუხდათ სხვა გეგმის ამოქმედება”,– ამბობს მიშველიძე.