თბილისში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა

ივნისი 11, 10:45
0
81

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

iPlus-ის მაღაზიის დირექტორის, კახა სეფიაშვილის ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.

ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.