თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია

ივლისი 20, 22:09
0
95

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.