თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი პირი დაშავდა

ივლისი 20, 22:47
0
226

თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, დაშავებულებიდან ჰოსპიტალიზაცია არც ერთს დასჭირდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.

ცნობისთვის, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, მოქალაქეების თქმით, შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.