თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო

სექტემბერი 13, 11:08
0
67

წუხელ ღამით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Cesko