თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალი შეუწყდება – GWP

ივნისი 11, 10:55
0
114

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, დღეს, 11 ივნისს კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

“ნაძალადევის რაონში, გურამიშვილის გამზ N19-თან, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო,12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გურამიშვილის გამზ. N 19, 21, 23.

ისნის რაიონში, ავლაბრის ქუჩაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დუშეთის, ქეთევან წამებულის N1-11(კენტებს) ფერისცვალების ქუჩას, ჩიხს და გასვლელს. მეტეხის N16 კორპუსს”, აღნიშნულია ინფორმაციაში.