თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს?

ივლისი 20, 11:36
0
323

ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კვირის ბოლოს, ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

აღნიშნულ ინფორმაციას თაკო ჩარკვიანი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

“მსგავსი შეთავაზება მე არ მიმიღია, მართალი რომ გითხრათ, არც მიფიქრია. ამდენად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისე მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება დასავლური ვექტორის პარტიების, მხარდამჭერების და მთლიანად ქვეყნისთვის. არცერთ თანამდებობაზე არ მიოცნებია, პარტიული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რუსეთის გააქტიურების შემდეგ, სხვა გზა ვეღარ დავინახე, ამიტომაც ვარ პარლამენტში. სხვა საკითხებზე როგორც აღვნიშნე, კომენტარს ვერ გავაკეთებ.” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.