თბილისის მერობის კანდიდატს “ქართული ოცნება” ხვალ წარადგენს

ივლისი 20, 00:25
0
147

“ქართული ოცნება” ხვალ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი.

თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტები აქციას აანონსებენ.

ჟურნალისტები 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ და პრემიერთან ერთად, შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.