თბილისი-რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა

ივლისი 19, 21:23
0
59

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის გამო შეფერხებულია მაგისტრალზე გადაადგილება და ავტომობილებს საცობში დგომა უწევთ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.