თბილისი – კიევის რეისის თვითმფრინავში ბომბი ვერ აღმოაჩინეს

ივნისი 9, 10:47
0
48

თბილისი-კიევის რეისის თვითმფრინავში შემოწმების შემდეგ ბომბი ვერ აღმოაჩინეს. ბომბის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ანონიმური ზარის შემდეგ დაიწყო. ამის შესახებ ru.slovoidilo.ua იუწყება.

მას შემდეგ რაც ავიალაინერი 8 ივნისს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაფრინდა, იქიდან 119 მგზავრის და ეკიპაჟის 6 წევრის ევაკუაცია მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიმდინარეობს გამოძიება.