„თავი რომ დაიწვას, აღარ გავაშუქებ!“ – ელისო კილაძე გოლეთიანზე

ივლისი 22, 11:50
0
2098

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 ივლისის აქციის მონაწილეებს შორის 16 „რიონის ხეობის მცველია“ დაკავებული, რომელთა დასახსნელადაც თანხის შეგროვება უკვე დაიწყეს:

„5 ივლისის ძალადობის ფაქტზე რიონის ხეობის 16 მცველია დაკავებული! თანხას აგროვებენ მათთვის!

აბა, გამოდით ახლა ის ხალხი მე გადავრიცხე თანხა ნამოხვანის ფონდში-ო, ფურცლებს რომ მიფრიალებდით აქ!

p.s.თავი რომ დაიწვას ვარლამ გოლეთიანმა აღარ გავაშუქებ! (აქამდე, მიუხედავად ჩემი პოზიციისა, ყველაფერს ვაშუქებდით)“ – წერს ელისო კილაძე.