თავდაცვის სამინისტრო 14 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კონკურსს აცხადებს

ივლისი 20, 16:52
0
57

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსსჯილდო ცოდნისთვის“.

პროექტის ფარგლებში ონლაინ ტესტირების და ვიდეო კონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში.

საუკეთესო კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

I ადგილინოუთბუქი, „დელტასსასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

II ადგილიპლანშეტი, „დელტასსასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

III ადგილი – „დელტასსასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი.

IV-X ადგილებისამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები.

კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობაარტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები.

კონკურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდზე – testebi.mod.gov.ge