თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს

ივნისი 4, 22:01
0
51

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს. აქუბარდიას კანდიდატურა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა წარადგინა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძეა. ასევე, მოადგილეა ვლადიმერ ჩაჩიბაია.