თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

ივნისი 8, 16:41
0
132

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიით გასული დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა.

მისი თქმით, ხელმომწერთა ჯგუფი პარლამენტში ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ჩარკვიანის თქმით, ნაცვლად ერთპარტიული პარლამენტისა, საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული გახდა, რაც ხელისუფლებას აწყობს.

„იცით ჩემი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერთა ჯგუფი ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზიებს ვუყენებთ, უფრო აწყობს, რომ მრავალპარტიულია და შენ იქნები, თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, ან ჩემი პარტია, მათთვის მნიშვნელობას არ აქვს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.