სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ! მრცხვენია, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან დგომით ვამაყობდი – გრინ ბარეტი

ივნისი 11, 09:12
0
975

ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:

“ბიჯოო!… – გახარია კი არ მომწონს, -არც ადრე მომწონდა დიდად თქვენგან განსხვავებით, – “იმედი” მეზიზღება!..

და მრცხვენია, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან დგომით ვამაყობდი და იქ დაბრუნება მენატრებოდა…

იმ ტელევიზიის, – ბოლო რამდენიმე წელი ხოტბას რომ ასხამდა და დითირამბებს უგალობდა ჯერ სახელმწიფოს ხერხემალ შინაგან საქმეთა მინისტრსა და შემდგომში კი ამ სახელმწიფოს ჯერ არნახულ პრემიერ-მინისტრს, უძლიერეს კრიზის-მენეჯერს, რომელმაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა, მინიმუმ კორუფციის ჭაობისაა და პანდემიის მომაკვდინებელი ეფექტისაგან დაიხსნა…

წუხელ კი დაჩქარებული წესით გვიცხობს ყოვლად სამარცხვინო ფილმს, წინასიტყვაობით, – “ახლა ჩვენ გიჩვენებთ ვინ იყო სინამდვილეში გიორგი გახარია…”

და თურმე ამათ სულ დეტალებში ცოდნიათ, დღიდან სახელმწიფო სადავეებთან მისვლისა, თუ რა შავბნელ საქმეებს სჩადიოდა ბატონი გახარია ყველა მიმართულებით, ნაციონალებთან კოორდინირებული მოქმედებით დაწყებული, (?!) სენაკის სასაფლაოს დირექტორის დანიშვნით დამთავრებული…

ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ე ბ ო ! . . (თქვენზე ზედგამოჭრილ სლენგს არ ვიხმარ ამჯერად) აქამდე სად იყავით თუ ეს ყველაფერი იცოდით?!

და რით ჯობიხართ თქვენ მთავარს, ფორმულასა და ტვ პირველს?!

არაფრით… – უბრალოდ იმათზე ასჯერ მეტად სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ!!!

ვსო, – მე მოვრჩი!!!”