სტრასბურგის სასამართლომ პრეზერვატივებზე ჩვენი წმინდანის, თამარის გამოსახულების დატანა გამოხატვის თავისულებად მიიჩნია – მაია ნიკოლეიშვილი

ივლისი 22, 15:00
0
6327

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „აიისას“ მიერ  სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგებას სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძის მიერ გამოშვებულ პრეზერვატივებზე ჩვენი წმინდანის და უდიდესი მეფის, თამარის გამოსახულების დატანა გამოხატვის თავისულებად მიიჩნია, და არ ჩათვალა ჩვენი, მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შებღალვად, შეურაცხყოფად, ჩვენი ისტორიის და ეროვნული სიამაყის წაბილწვად, ერის სულში ჩაფურთხებად!!!
გილოცავთ, ამ საქმის ქართველო ადვოკატებო, “დიდ გამარჯვებას”!!! GDI, მე, პირადად, თქვენ გამარჯობას არასდროს გეტყვით!!! ხოლო ამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ჩემი ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სიმბოლოდ იქცა, სამწუხაროდ… არადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს როგორ პატივს ვცემდი, ეეეხ!
აბა, ულტრა-, ფსევდო- და ვაი-ლიბერალო ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, ვაი-ლიბერალურ ტრენდს არ ჩამორჩეთ და თან ჭამეთ ერთმანეთი! აიტაცეთ ეს სიხარულიც; ევროსასამართლოს უზენაესი და უსპეტაკესი გადაწყვეტილების სულისკვეთებით, თქვენს დროშებს იქნებ ეს პრეზერვატივებიც მიამაგროთთ, შეურაცხყოფილი მართლმადიდებლების და ქართველების მეტი ხმების მისაღებად! 😁
ეს რჩევაც ჩემი გამოხატვის დიიიიიდი თავისუფლებაა!!!!”,-წერს ნიკოლეიშვილი.