სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სექტემბერი 12, 12:54
0
87

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ახალი ხიბულა, სადაც ძლიერმა ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

ასევე, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივების ინფორმაციით, იყო ძლიერი წვიმაც, რის შედეგადაც დაიტბორა პირველი სართულები და სრულად გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილობრივების თქმით, დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები და განადგურდა მოსავალი.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

Cesko