„სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მშრომელ ხალხზე თავდასხმას ნიშნავს“ – გორში აქციები იგეგმება

ივნისი 11, 17:20
0
494

საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაცია გორში საპროტესტო აქციას აანონსებს.

23 და 30 ივნისს სტალინის სახლ-მუზეუმთან მოსამზადებელი შეკრებები იგეგმება, 14 ივლისს კი ორგანიზაცია მიტინგის მოწყობას გეგმავს, სადაც მისი წარმომადგენლები სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის იდეას გააპროტესტებენ.

“გორში კვლავ ამოქმედდა ძალა, რომლის მიზანია სტალინის გამზირს გადაერქვას სახელი და ეს გამზირი გახდეს მარო მაყაშვილის სახელობის, რაც ჩვენი ღრმა რწმენით მშრომელ ხალხზე თავდასხმაა. შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თითოეულ თქვენთაგანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სტალინი, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად გავაპროტესტოთ ეს ინიციატივა”, – აცხადებს საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, თენგიზ კანთელაშვილი