სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ, უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

სექტემბერი 13, 11:26
0
58

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს ან გახდებიან ოქროს მედალოსნები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე მომხსენებელი განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია.

საკითხთან დაკავშირებით დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Cesko