სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სექტემბერი 15, 10:40
0
53

ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. გადაწყვეტილება რთული ეპიდვითარების გამო საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ამავდროულად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა და აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია; იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს, საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.

Cesko