სკანდალური აღიარება ფარსია, სწორედ ფაჩუაშვილი იყო, რომელიც წინააღმდეგი წავიდა შეწყალების ტექსტზე – პეტრე ცაავა

ივლისი 20, 18:52
0
601

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზის სკანდალური აღიარება ფარსია, რადგან სწორედ ის იყო წინააღმდეგი შეწყალების ტექსტში მამა გიორგის უდანაშაულობის შესახებ ჩაწერილიყო.

„თუ მას არ სჯერა, რომ პატრიარქს კლავდა, ის სჯერა? რატომ არ გააგრძელა, რომ არც პატრიარქის მდივან-რეფერენტს ციანიდით ვერ მოკლავდა და აბსურდია ეს ბრალდება,“- ამბობს პეტრე ცაავა „ტვ პირველთან“ საუბარში და დასძენს:

„რა თქმა უნდა, მამა გიორგი არის უდანაშაულო ტყვე ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ შეწყალების ტექსტში დაწერილიყო მისი უდანაშაულობა”.

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ „დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს”.