შუქრუთელების პროტესტი დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ მოშიმშილეები კომპანიასთან

ივნისი 10, 10:42
0
60

აშშ-ის საელჩოს შენობასთან შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი დასრულდა. მათ „კორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს და შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც შუქრუთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, დიალოგის შედეგად მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაზარალებული მოსახლეობის ზიანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.

„მოშიმშილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მოხდა შეჯერება არსებულ მოდელზე და ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ეს დოკუმენტი გამყარებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობით, რომელიც შეაფასებს არსებულ, მიყენებულ ზიანს, რაც ოფიციალურად აისახა დოკუმენტში ორივე მხრიდან ხელმოწერით და ამის შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, შევწყვიტეთ შიმშილობა და პროტესტი“, – აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ.

მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.