შიში იმისა, რომ გახარია “ქართულ ოცნებას” რაღაც პროცენტს წაართმევს, სწორი შიშია – ვახტანგ ძაბირაძე

ივნისი 7, 16:02
0
79

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ იმის შიში, თითქოს გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა ხმებს წაართმევს, სრულიად საფუძვლიანია.

spacesnews – თან საუბარში ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან განცხადების გავრცელების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

“გახარიას ხმები რომ ის ხმები იქნება, რომელიც “ქართული ოცნებიდან” წამოვა ეს ფაქტია და მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ გახარიას ელექტორატი. ეს იქნება კიდევ ის ხალხი, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა პარტიებს- 0 დან 5 პროცენტამდე. რა თქმა უნდა, სრულად არა, მაგრამ ნაწილი იმ ელექტორატისა წამოვა გახარიასთან, ჩემი შეფასებით, რომელიც მერყევია “ქართულ ოცნებაში”. ასე რომ, შიში იმის, რომ გახარია “ქართულ ოცნებას” რაღაც პროცენტს წაართმევს, ეს სწორი შიშია და ბიძინა ივანიშვილის განცხადების გაკეთების ერთ-ერთი მოტივი არის ის, რომ ეს მერყევი ამომრჩეველი, რომლის ნაწილიც შეიძლება ფიქრობს, რომ ეს გახარია-ივანიშვილის პროექტია, დაამაგროს “ქართული ოცნების” ორბიტაზე და არ გაუშვას გახარიასთან. ამასთანავე, მეორე ქვეტექსტიც აქვს ამ განცხადებას, რომ გახარია აკურთხოს როგორც ოპოზიციონერი, იმიტომ რომ ყველაფერი, გუნდის ღალატიდან დაწყებული, სამშობლოს ღალატით დამთავრებული, დააბრალა გახარიას.” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ გახარიას პოზიცია იავნიშვილის  განცხადებასთან დაკავშირებით სრულიად მოზომილია და ის არ აყვა ემოციურ ტალღას.

,,გახარია საპასუხო განცხადებაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა მოზომილი და დაიჭერდა იმ პოზიციას, რაც თქვა პრეზენტაციაზე. სხვაგვარად, ეს იქნებოდა უბრალოდ აყოლა იმ ემოციური ტალღისა, რაც გამოიწვია მასში ივანიშვილის განცხადებამ. ამიტომ ის დარჩა ისევ იმ პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ პოზიციას შეინარჩუნებს ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე. შემდეგ, ალბათ, ეს პოზიცია ნაწილობრივ შეიცვლება” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.