შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ ჩვენც დავუშვათ – ამირან გამყრელიძე

ივნისი 4, 21:07
0
90

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს თუ გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაიწიოს.

„იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე, რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზე“.

მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდებში „ფაიზერის“ გამოყენება დაუშვეს.