შემოვედი იმისთვის, რომ ამ დარბაზიდან სათითაოდ გაგიყვანოთ, ტყვეობიდან ხართ დასახსნელი – ნიკა მელია

ივნისი 9, 17:33
0
175

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისი პარლამენტში შესვლის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ოლიგარქის ტყვეობიდან არიან დასახსნელი“.

„ერთადერთი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ეს არის მკაფიო ამოცანა, რომ რაც შეიძლება მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეძლება მცირე ვადით, შეურაცხყოფად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ.

მაგრამ ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან, ამის შემდეგ კი საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიულ კანტორად.

დღეს ჩემ ხელმარცხნივ რა ხალხი და რა საზოგადოებაც სხედხართ, გულის სიღრმეში მეთანხმებით. მაგრამ თუ კი საჯაროდ ხელოვნური, ცინიკური პასუხებით გადიხართ ხოლმე ფონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა გულწრფელად ესაუბრებით თქვენს მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ერთი ადამიანის მიერ.

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით და თქვენ პოლიტიკურად თქვენ კაპიტალი არ გაქვთ. მე არ ვამბობ იმას, რომ თქვენ ეს გინდოდათ. თქვენ მაინც აღმოჩნდით ტყვეობაში. როცა გიყურებთ, არ მჯერა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს და იყოს ოლიგარქის უსიტყვო მორჩილებაში. თქვენ ხართ ტყვეობიდან დასახსნელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.