შარლ მიშელი: მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას

ივლისი 19, 13:28
0
36

მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას, – ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კმაყოფილია, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი, კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ შეასრულოს ყველა ის საკითხი, რომელიც შეთანხმებაში იყო დაცული.

„კმაყოფილი ვარ, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა, კვლავ ასრულებს თავის ვალდებულებას იმაში, რომ შეასრულოს ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ამ შეთანხმებაში დაცული. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანებული იყოს ქვეყანაში და ამ მიმართულებით იმოქმედონ. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

პრემიერამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია.