სელფის ჯოხით პრანჭვის მეტი არაფერი გაუკეთებია – ელისაშვილი კალაძეზე

ივლისი 20, 20:10
0
44

პარტია “მოქალაქეს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ მერობის კანდიდატად კახა კალაძე სავარაუდო წარდგენა შეაფასა. მისი თქმით, ამ პოლიტიკოსს აქვს რეიტინგი, რაც ხალხს მოსწონს.

“კალაძეს თუ დავაკვირდებით, მოულოდნელი ნამდვილად არ არის, თუ მას დაასახელებენ. არც არავის გაუკვირდება. ორი თვეა გაჩაღებული აქვს წინასაარჩევნო ბრძოლა. კალაძე არის რეიტინგული. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის ფაქტი. ამ წლების განმავლობაში, სელფის ჯოხით პრანჭვის მეტი, მე რომ მკითხო არაფერი გაუკეთებია რეალურად, ქალაქისთვის, მაგრამ ფატია, რომ მოსწონს ხალხს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხთან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.