საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

სექტემბერი 13, 10:21
0
73

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთთვაინი პაუზის შემდეგ მუშაობას კვლავ სრული დატვირთვით განაახლებს როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები და მიკროავტობუსებიც.

ტრანსპორტში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული. ის 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

სხვა დანარჩენი შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

Cesko