საყოველთაო ვაქცინაციის მიუხედავად, ჩილეს დედაქალაქი იკეტება

ივნისი 11, 13:24
0
59

მიუხედავად იმისა, რომ ჩილეში მოსახლეობის 60%-მდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი, ქვეყნის დედაქალაქი სანტიაგო ჩაიკეტა, – ამის შესახებ BBC წერს.

8 მილიონამდე ადამიანს, რომელიც სანტიაგოსა და მის შემოგარენში ცხოვრობს, 12 ივნისიდან სახლების დატოვება აეკრძალება.

24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 7 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა უმეტესობას სრული ვაქცინაცია არ გაუვლია.

გასულ წელს, რთული ეპიდვითარების ფონზე, მარტიდან ნოემბრამდე, ქვეყანას საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა, შემთხვევათა კლების შემდეგ, მთავრობამ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩილეში კოვიდინფიცირების 1.5 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი.